კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი, სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს და საქართველოს ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის.
“კარგი და სასიხარულო ამბავი გავიგე და აუცილებლად მინდა, რომ გაგიზიაროთ! 18 წლიანი უსამართლო ბრძოლა დასრულდა!! მადლობა ბიძინა ივანიშვილს, რომ სიკო დოლიძის მემორიალური სახლ-მუზეუმი დაუბრუნა არა მხოლოდ მის შთამომავლებს, არამედ სრულიად საქართველოს!! მადლობა ბატონო ბიძინა სიკეთისათვის” – წერს დავით ოქიტაშვილი.