სოციალურ ქსელში, მოქალაქე რუსიკო მერმანიშვილი წერს, თუ რა საშიშროება არსებობს ქუთაისის აეროპორტში და მგზავრებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს:
„გაუფრთხილდით თქვენს ბარგს ქუთაისის აეროპორტში!!! გთხოვთ გააზიაროთ!!!
ანუ, როგორ გაქურდეს ჩვენი ბარგი…
არც თუ ისე დიდი ხნის წინ ვიზიარის რეისით ბუდაპეშტიდან მოვფრინავდით მე და ჩემი 3 მეგობარი. ჩვენი ჩემოდნები ყველაზე გვიან გამოვიდა ლენტაზე… იმავე წუთს დავაფიქსირე, რომჩვენს 2 ჩემოდანს გაცლილი ჰქონდა წელვადი ნაჭრის საფარი, რომელიც წამოსვლისს ძლივსჩავაცვით –იქვე ჩემოდნის გვერდზე საცოდავად იყვნენ დასვენებულნი:)) არ მესიამოვნა…მაშინვე იქვე მდგომ თანამშრომელს შევეკითხე მიზეზი, რომელმაც საკმაოდ უხეშად მიპასუხა, რომ თუ დაგეკარგათ რამე, მაშინ მოგვმართეო. ჰო, ჩემს წინ რამდენიმე უცხოელიც იგივე პრეტენზიით “არკვევდა” თავიანთი გატეხილი ბოქლომების ამბავს. იქვე გავხსენი ჩემოდანი და აღმოვაჩინე აბურდული შიგთავსი და გახსნილი შიდა შესაკრავები. ერთი შეხედვით არაფერი აკლდა. თანაც თბილისში წამოსასვლელი ტაქსი უკვე გველოდებოდა და იმ “რწმენით“, რომ ქურდობა მაინც დაუჯერებლად მიმაჩნდა, დავტოვეთ ქუთაისის აეროპორტი. გზაში მძღოლომა გვითხრა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, რომ ბარგს ხსნიან, მაგრამ ისეთ ნივთებს იღებენ, რომ “ხიპიშის” ატეხვა და ქუთაისში ჩამოსვლა თბილისელებს დაეზაროთო. სახლში მისვლისას, აღმოვაჩინეთ, რომ დაკარგულია წვრილმანები და ერთი დიდი უნგრული ძეხვი, რომელიც სულბოლოს ჩავდეთ ჩემოდანში და ეგრევე დავკეტეთ, ისე, რომ არ გაუჭირდებოდათ ძალიან სწრაფად მისი ამოღება. არც სუვენირების და არც ძეხვის საძებნად ქუთაისში ნამდვილად არჩავიდოდით, მაგრამ ქუთაისის აეროპორტის ე.წ. „უფროსობას“ „ტკბილად“ გავესაუბრე. იმის მაგივრად, რომ შეწუხებულიყო და დამპირებოდა, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდებოდა, სრულიად იდიოტური პასუხი გამცა: იქნებ, თქვენს ჩემოდნებს საფარი ბუდაპეშტში გააძრესო:))). კომენტარი ზედმეტად მიმაჩნია
მოკლედ, მეგობრებო…
გირჩევთ, რომ „ვიზიარით“ მგზავრობისას იყიდოთ დიდი ხელბარგი და ნუ ჩააბარებთ ჩემოდნებს, თორემ შესაძლებელია, არა მარტო უძეხვოდ დარჩეთ!!!“
გ ა ა ზ ი ა რ ე თ, იქნებ ვინმე გადავარჩინოთ!!!”