ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“3 შესასვლელი აქვს პარლამენტს, არ შევუშვებთ დარბაზში”: ვაშაძე პარლამენტის პიკეტირებაზე საუბრობს

“ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით საუბრობს და შეუთანხმებლობის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის პიკეტირების შესაძლებლობას განიხილავს. ის ამ ინიციატივას პარტიებსაც სთავაზობს.
“დაიცავი კონსტიტუციის” ფარგლებში შეხვედრა გამართეს სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა, რომელსაც ესწრებოდნენ ბაჩუკი ქარდავა, გიორგი ვაშაძე, ნიკა რურუა, ნიკა მაჭუტაძე, სევდია უგრეხელიძე.
“ქართული ოცნება უნდა ვაიძულოთ ქვეყანამ მიიღოს რეალური კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის განვითარებას სჭირდება და არა მათზე მორგებული დოკუმენტი, რომელიც, ფაქტობრივად, მხოლოდ მათ ინტერესებს იცავს. ჩემი შეთავაზებაა ყველა ოპოზიცურ ძალასთან, თუ კონსენსუსზე არ მიდის „ქართული ოცნება“, თუ ამბობს, რომ მინდა კონსტიტუცია თავზე გადაგახიოთ მთელ საქართველოსო, ასეთ შემთხვევაში ძალიან მარტივი პიკეტირების მეთოდი არსებობს, სამი შესასვლელი აქვს პარლამენტის დარბაზს, უბრალოდ არ შევუშვებთ დარბაზში, ვერ მისცემენ ხმას მესამე მოსმენით, მორჩა და დამთავრდა, ყოველგვარი ძალადობის, პრობლემების გარეშე შესაძლებელია ეს ყველაფერი განხორციელდეს. პარლამენტის პიკეტირება უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში თუ ჩვენ „ქართული ოცნება“ არ გველაპარაკება, თუ არაფერს გვეუბნება, თუ არ გვეთანხმება, თუ საერთოდ კომპრომისზე არ მიდის, თუ ამბობს, რომ მარტო მე ვარ და ცა ქუდად მიმაჩნია და დედამიწა ქალამნად”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

იტვირთბა....