ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ნელ-ნელა ამოვდივართ ამ უკიდურესი სიღარიბის ზღვრიდან”

ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გადაცემა „360 გრადუსში“ სიღარიბეზე და უმუშევრობაზე ისაუბრა:

“მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა, არის უმუშევრობის დონის შემცირება. მოგეხსენებათ, 2012 წლიდან 2016 წლამდე უმუშევრობის დონე 15%-დან 11,8%-მდე შემცირდა და ნომინალურ დამოკიდებულებაში ეს არის 100 000 ადამიანზე მეტი, რომელმაც სამუშაო ადგილი იპოვა და რომელსაც აქვს ხელფასი. როცა ვსაუბრობთ ეკონომიკურ ზრდაზე და ვაცხადებთ ამ ციფრებს, ამის უკან არის კონკრეტული ეკონომიკური ნაბიჯები ეკონომიკაში ან ეკონომიკაზე არსებული ზეგავლენები. კითხვაზე, როდის იგრძნობს ჩვენი მოსახლეობა ყველაფერს საკუთარ ჯიბეზე, გიპასუხებთ, რომ ჩვენი ყოველდღიური საფიქრალი სწორედ ეგ არის, რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს დასაქმებული და ისინი იღებდნენ ხელფასს.

ჩვენ ნელ-ნელა ამოვდივართ ამ უკიდურესი სიღარიბის ზღვრიდან და მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2010 წლიდან 2014 წლამდე დაახლოებით 490 ათასი ადამიანი ამოვიდა უკიდურესი სიღარიბის ზღვრიდან, ხოლო უკიდურესი სიღარიბე არის, როცა 2 დოლარს ვერ ხარჯავ დღეში საკუთარ თავზე. ანუ ასეთი ადამიანი კიდევ საქართველოში მილიონზე მეტი დარჩა. გაჭირვებული ადამიანის მოძებნა საქართველოში არის ძალიან მარტივი. ძალიან ბევრი უნდა გააკეთოს ყველამ, რომ გაჭირვებული ადამიანები უფრო ცოტა და ცოტა იყოს, თუმცა ამას მარტო მთავრობა ვერ გააკეთებს, კერძო სექტორის მიერ განხორციელებული ინვესტიციები არის ის, რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვახარებს“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

იტვირთბა....