მოსკოვში საქართველოსა და რუსი დეპუტატების შეხვედრა დასრულდა. ქართველი და რუსი დეპუტატები სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ. რუსეთის დუმაში საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება ქართველ დეპუტატებთან შეხვედრაზე მიიღეს. ამის შესახებ შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. როგორც „ტასს“-ი იუწყება, ეს იქნება არაფორმალური სამუშაო ჯგუფი.
რუსული სააგენტო ინფორმაციას რუსეთის დუმის დეპუტატზე, ლეონიდ კალაშნიკოვზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელმაც “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
კალაშნიკოვის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ასევე ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის გამარტივება და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე იმსჯელეს.
ქართველ დეპუტატებთან გამართულ შეხვედრას, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა, ესწრებოდნენ პუტინის სახელისუფლებო პარტია “ედიანაია რასიას” და “კომუნისტური პარტიის” წევრები.