ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეტროსადგურების ხაზი შესაძლოა ისთ ფოინთი-აეროპორტისკენ გაგრძელდეს

მეტროსადგურების გაგრძელების პროექტი ერთ-ერთია, რომელსაც დედაქალაქის განვითარების გენგეგმა გულისხმობს. საუბარია, ორ ახალ მიმართულებაზე.
გენგეგმის მიხედვით, მეტროსადგურების ხაზი შესაძლოა ისთ ფოინთი-აეროპორტისა და გლდანის ზოლის მიმართულებით გაგრძელდეს.
დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფმა „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს, ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული მასალები უკვე წარუდგინა.

bpn.ge

 

იტვირთბა....