დღეს საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის მძღოლი და მეგობარი დაიკითხებიან. ამის შესახებ საქმის პროკურორმა ზვიად გუბალაძემ სასამართლო სხდომაზე შესვლისას განაცხადა. როგორც პროკურორმა აღნიშნა, სხდომაზე ასევე დაიკითხება ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია. ასევე დაიკითხება ის ადამიანი, რომელსაც ბრალდებულმა დეკანოზმა გველის შხამი სთხოვა.
“60-ზე მეტი მოწმე დაიკითხა და ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ის განზრახ მკვლელობას გეგმავდა. დღეს დაიკითხებიან მოწმეები, რომლებიც ისაუბრებენ სხვადასხვა გარემოებებზე. დაიკითხება არჩილ გამზარდიაც, რადგან ჩვენ ვალდებულები ვართ ყველაფერი ობიექტურად შევისწავლოთ”, – განაცხადა საქმის პროკურორმა.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, მათთვის გაუგებარია, რატომ იკითხება მოწმის სახით არჩილ გამზარდია.