ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

მოსკოვში სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა

წუხელ მოსკოვში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ძლიერი ხანძრის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. რუსული მედიის ინფორმაციით,  დაშავებულებიდან 4  მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურები იყვნენ მობილიზებულები. ხანძრის კერების გავრცელების საფრთხის გამო, სავაჭრო ცენტრიდან და მიმდინარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.

პირველადი ვერსიით, სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაუმართავი ელექტროგაყვანილობის გამო გაჩნდა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

იტვირთბა....