ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სერიოზული კრიზისი”: “დღეს ქვეყანა არ იმართება, ყველამ მოიზომა თავისი ბოსტანი”

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო ერთიანი მმართველობითი ვერტიკალის გარანტი და მას შემდეგ, აირია ყველაფერი რაც მან პოლიტიკასთან გარკვეული დისტანცირება გადაწყვიტა.

“ხელისუფლება, დღეს არის ფრაგმენტირებული. ყველამ მოიზომა თავისი ბოსტანი და იქ გამოაცხადა ავტონომია. ერთიანი მმართველობითი ვერტიკალი არ არსებობს. ამის ერთადერთი გარანტი იყო ბიძინა ივანიშვილი. მას შემდეგ, რაც მან პოლიტიკასთან გარკვეული დისტანცირება მოახდინა, სრული დეზორგანიზება და ქაოსი დაიწყო. აბსოლუტურად დაშლილი, კოროზირებული მმართველი სისტემა გვაქვს. ბიძინა ივანიშვილი თუ არ დაბრუნდა პრემიერ მინისტრის რანგში და თუ არ დაალაგა მმართველობითი ვერტიკალი, ეს ფრაგმენტირებული ხელისუფლება აჩენს იმის რისკებს, რომ ჩამოყალიბდება სახელმწიფოებრივი კრიზისი. დღეს, ფაქტობრივად, ქვეყანა არ იმართება, არ არსებობს ქვეყანაში ავტორიტეტი, რომლის სიტყვასაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოებისთვის აქვს რაღაც ფასი. ვფიქრობ, რომ საქართველოში ჩამოყალიბდა მმართველობის სისტემის სერიოზული კრიზისი, სადაც ადამიანის სტატუსი და თანამდებობა აბსოლუტურად არ შეესაბამება მის რეალურ კომპეტენციას ძალაუფლების ფლობის მხრივ“, – აცხადებს გია ხუხაშვილი “ინტერპრესნიუსთან”.

იტვირთბა....