დონალდ ტრამპი ამბობს, რომ “ისლამური სახელმწიფოს” დღეები ერაყსა და სირიაში დათვლილია.
აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ამერიკა განაგრძობს ტერორისტული დაჯგუფების სრულ განადგურებას.
„მოსულში გამარჯვება, ქალაქში, სადაც „ისლამურმა სახელმწიფომ“ ოდესღაც ე.წ. ხალიფატი გამოაცხადა, იმას ცხადყოფს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ დღეები ერაყში და სირიაში დათვლილია. ჩვენ განვაგრძობთ „ისლამური სახელმწიფოს“ სრულად განადგურებას“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
გუშინ, ერაყის პრემიერ-მინისტრმა ქალაქ მოსულში „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვება ოფიციალურად გამოაცხადა.
შეგახსენებთ, ქალაქი მოსული „ისლამური სახელმწიფოს“ მთავარი ქალაქი იყო 2014 წლიდან. სწორედ მოსულიდან გამოაცხადა დაჯგუფების ლიდერმა ე.წ. ხალიფატი.
იტვირთბა....