ნატო-ს პირდაპირი ჩარევა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესში, საქართველოსთვის კარგი არ იქნება, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენმდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში ტელეხიდით ჩართვისას განაცხადა.
ჯეიმს აპატურაის თქმით, ნატო-ში გაწევრიანება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ამ პროცესის აუცილებელი შემადგენელია MAP-ი.
„რუსეთთან მიმართებაში საქართველოს აქვს სტრატეგიული თმენის სტრატეგია, საქართველოს სხვა გზა არ ჰქონდა და ამის ალტერნატივას ვერც მე ვხედავ”, – აღნიშნა აპატურაიმ.