ახალი ამბები

“ამ სულელურ კითხვებს მე არ ვპასუხობ” – ასე უპასუხა შარმანაშვილმა ტვ პირველის ჟურნალისტს კითხვაზე, გეგმავს თუ არა ვინმე ოცნებიდან ირანში პანაშვიდზე ჩასვლას?

კითხვაზე, გეგმავს თუ არა ვინმე ოცნებიდან ირანში პანაშვიდზე ჩასვლას? შარმანაშვილმა ასე უპასუხა – “ამ სულელურ კითხვებს მე არ ვპასუხობ”.

“პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ მას დაუკავშირდა ირანული მხარე და ისინი მზად არიან მოლაპარაკებებზე და თვითონაც თანახმაა ამის თაობაზე. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდება რეგიონში და ისინი გამონახავენ დიპლომატიურ გზებს დასალაპარაკებლად” – ამბობს შარმანაშვილი.

28 თებერვალს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის რეჟიმის წინააღმდეგ ერთობლივი სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. ისრაელმა ოპერაციას “ლომის ღრიალი”, აშშ-მა კი “ეპიკური რისხვა” უწოდა. სამიზნე ობიექტებზე მიტანილი საჰაერო იერიშების შედეგად ირანის სამხედრო ხელმძღვანელობის დიდი ნაწილი განადგურდა. 28 თებერვალს, გვიან ღამით, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია ოფიციალურად დადასტურდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, აღნიშნული ოპერაციის შედეგად სულ მცირე 15 ირანელი მაღალჩინოსანია მოკლული. ტრამპი კი აცხადებს, რომ ლიკვიდირებულია 48 ირანელი ლიდერი

იტვირთბა....