ახლო აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობა შეშფოთებას იწვევს, ვემხრობით ვითარების დეესკალაციას დიპლომატიური არხების საშუალებით. ომი და სამხედრო დაპირისპირება გამოსავალი არ არის,, – ამის შესახებ ნინო წილოსანმა განაცხადა.
წილოსანი იმედოვნებს, რომ „დიდი დაძაბულობის დეესკალაცია მოხდება“.
„ახლო აღმოსავლეთში უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი. ეს რეგიონი საქართველოსთან ახლოსაა. ამიტომ რეგიონში მიმდინარე წარმოუდგენელი არეულობა დიდ შეშფოთებას იწვევს. სამძიმარს ვუცხადებთ, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა, იქნება ეს ირანი თუ ისრაელი. დიდი დანაკარგია ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც, სამხედრო ჩარევის მასშტაბი წარმოუდგენლად დიდია. რა თქმა უნდა, ამ სიტუაციის დეესკალაციას ვემხრობით დიპლომატიური არხების საშუალებით, რადგან ომი და სამხედრო დაპირისპირება გამოსავალი არ არის. ყველა სახელმწიფოს მოვუწოდებთ, დიპლომატიური საშუალებები მაქსიმალურად იყოს გამოყენებული. საქართველოს მთავრობამ სამძიმარი უკვე გამოაქვეყნა როგორც ირანში, ასევე ისრაელში დაღუპულთა მიმართ. მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს არაბეთის გაერთიანებულ ემირატებთან, ისრაელთან, ვინც აქტიურ პროცესებშია ჩართული. თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა სამძიმარი გამოხატეს ირანის ეროვნული ლიდერის მკვლელობის გამო. ვისაც ეს სიტუაცია შეიძლება მოსწონდეს და ახალისებდეს, სრულ ჭკუაზე არ არის, რადგან არსებული მოცემულობა რეგიონში სიმშვიდის საფუძველს არ გვაძლევს. ველოდებით, რომ ამ დიდი დაძაბულობის დეესკალაცია მოხდება. იმედია, მოლაპარაკებებს აწარმოებენ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

