თბილისში ერთი თვის წინ ნაცემი მამაკაცი, რომელსაც მოქალაქეები პედოფილიაში სდებდნენ ბრალს, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, გამოიკითხნენ მოქალაქეები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მამაკაცი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებაში იყო შემჩნეული.
თუმცა შსს-ს განცხადებით, მათთვის არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილ ქმედებაზე არავის მიუმართავს და ის, რომ გარდაცვლილს პედოფილიაში სდებდნენ ბრალს, საქმის მსვლელობისას, პირთა გამოკითხვის შემდეგ გახდა ცნობილი.
მამაკაცის ცემის ფაქტზე გამოძიება ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. მუხლი ძალადობას გულისხმობს, თუმცა შემდგომ დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
შესაბამისად, შსს-ში აცხადებენ, რომ საქმე 117-ე მუხლზე გადაკვალიფიცირდა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც პირის გარდაცვალება გამოიწვია.
დანიშნულია ექსპერტიზა, რომელიც უწყების ცნობით, გარდაცვალების მიზეზებს დაადგენს.