“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ბოლო დროს, ბაზრობებზე გახშირებულ ხანძრებს ეხმაურება:
“მგონი, ყველა ბაზრობასთან ჟურნალისტი და ოპერატორი უნდა გვეყენოს,” – წერს სოციალურ ქსელში გვარამია და საინფორმაციო სამსახურის უფროსს მიმართავს:
“დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად დაიწვება და პირველებს გვექნება მასალა. არ ვხუმრობ” – წერს გვარამია.
შეგახსენებთ, დღეს ფოთში, ხოლო 2 დღის წინ თბილისში, ელიავას ბაზრობებზე ხანძარი გაჩნდა.