ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ელენე ხოშტარია მერიას: მოგვეცით საშუალება, მტკვარს ჩვენ დავასუფთავებთ

„მივმართავთ მერიას, მოხალისეებისა და მოქალაქეების სახელით, მოგვეცით იმის საშუალება, რომ, თუ თქვენ არ გრძნობთ პასუხისმგებლობას, ჩვენ ვგრძნობთ ამას და ჩვენ დავასუფთავებთ მტკვარს“.- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს განაცხადა.

ხოშტარიამ აღნიშნა, რომ ქალაქის მერიის განცხადებით, ისინი თავს ვალდებულად არ თვლიან, მონაწილეობა მიიღონ მტკვრის დასუფთავებაში.

თბილისის მერობის კანდიდატი ამბობს, რომ მას დაუკავშირდნენ მოხალისე მოქალაქეები, რომლებიც მზად არიან თავიანთი რესურსით დაასუფთავონ მდინარე.

შეგახსენებთ, ძლიერი წვიმების შემდეგ, მტკვარმა თბილისის ტერიტორიაზე დიდი ოდენობით ნაგავი ჩამოიტანა, რომლის ამსახველი ვიდეო კადრები სოცილურ ქსელში გავრცელდა. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მტკვრის ნაგვისგან გაწმენდა მათი ვალდებულება არ არის.

“ამ შემთხვევაში თბილისის მერია, სავარაუდოდ, აღარ დაასუფთავებს და ვერ გეტყვით, ვისი კომპეტენციაა ეს” – აცხადებენ მერიაში და განმარტავენ, რომ გაზაფხულზე, წვიმების სეზონზე, მერიამ “თავისი კეთილი ნებით”, თბილსერვის ჯგუფის დახმარებით გაწმინდა მტკვრის კალაპოტი, თუმცა როგორც ამბობენ, ეს მათი ვალი არ იყო.

 

იტვირთბა....