ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ადვოკატის ცემაში ბრალდებული ლაშა კვირკაია შს მინისტრს მიმართავს

ადვოკატის ცემაში ბრალდებული ლაშა კვირკვაია შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს. ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-5 განყოფილების ყოფილი უფროსი, პროკურატურას სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიზანმიმართულ დამალვაში ადანაშაულებს. ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ  ექსპერტიზის  დასკვნის მიხედვით, ადვოკატ გიორგი მდინარაძეს შესაძლებელია, თვითდაზიანებები მიეღო.

კვირკაია ამბობს, რომ პროკურატურის ობიექტურ მუშაობას ეჭვქვეშ აყენებს და შურისძიებაში ირაკლი შოთაძეს ადანაშაულებს.

„პროკურატურა ერთი წლის განმავლობაში მალავდა მისი ყოფილი თანამშრომლის გამამართლებელი ექსპერტიზის კომისიურ დასკვნას. ამის საქმის კურსში თუ იყო შინაგან საქმეთა მინისტრი – ამ კითხვაზე პასუხი მაინტერესებს როგორც მე, ასევე აინტერესებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალიან ბევრ თანამშრომელს,”- განაცხადა ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილების ყოფილმა უფროსმა ლაშა კვირკვაიამ.

იტვირთბა....