მსახიობი, ტელეწამყვანი, საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში რუსი ოკუპანტების მიერ საზღვრის გადმოწევის ფაქტს ეხმაურება:
“თუ ჩვენი სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ჩვენი საზღვრების დაცვას და სათანადო პასუხს ვერ სცემს ოკუპანტის ასეთ აგრესიულ ქმედებებს, მაშინ იქნებ ჩვენ, ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა ვიმოქმედოთ და წინ გადავუდგეთ რუს ოკუპანტებს? შიშველი ხელებით, კბილებით მზად ვარ ყელი გამოვღადრო ამ ღორებს! ნუთუ მართლა ის მეასე ხარისხოვანი პრობლემები – მარიხუანის დეკრიმინალიზაცია-მოყვანა-რეალიზაცია-დაბოლება, ლგბტ ს უფლებების ვითომ დარღვევები, გეი პარადების ჩატარება-არჩატარების “პრობლემატიკა“ და ა.შ. უფრო აღელვებს ჩვენს საზოგადოებას ვიდრე ჩვენი ქვეყნის ყოველდღიური ოკუპაცია? ვერ დავიჯერებ რომ ქართული მებრძოლი სული მკვდარია! გავიხსენოთ ვისი შთამომავლები ვართ! დავდგეთ ერთად საოკუპაციო ხაზზე ერთად და არ გავატაროთ ოკუპანტი! ძალა ერთობაშია!“ – წერს დავით ქაცარავა.
შეგახსენებთ, გუშინ რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ზოლთან საზღვარი კიდევ რამდენიმე კილომეტრით გადმოწიეს.