ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შტორმი შავ ზღვაზე: მაშველებმა დღეს 6 ადამიანი გადაარჩინეს

ბათუმში, მაშველებმა დღეს 6 ახალგაზრდა კაცი გადაარჩინეს.   საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ 6 პირიდან 2  ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მათი განმარტებით, უამინდობის გამო ყველა სამაშველო კოშკურაზე წითელი ალმებია აღმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაში ბანაობა აკრძალულია მაგრამ, მოქალაქეები მითითებებს არ ემორჩილებიან და ზღვაში საბანაოდ მაინც შედიან.

ბათუმში, შავ ზღვაში 5-ბალიანი შტორმის გამო, წყალში ბანაობა აიკრძალა. სანაპიროზე შესაბამისი ამკრძალავი ნიშნები განათავსეს.

დღის ბოლოდან შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოსალოდნელია ჰაერის ცივი მასების გავრცელება, რაც ზღვის სანაპირო ზოლში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვან დაკლებას, ქარს, დროგამოშვებით ძლიერს, ელჭექს და ნალექს გამოიწვევს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, მომდევნო 2 დღის განმავლობაში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცივი ჰაერის მასების გავრცელების გამო აგრილდება, მოსალოდნელია ნალექი უმეტესად დასავლეთ საქართველში.

საქართველოს პატარა მდინარეებზე და მშრალ ხევებში შესაძლებელია წყალმოვარდნები აღინიშნოს.

იტვირთბა....