ეუთო რუსეთის ოკუპანტად აღიარებას ითხოვს. ეუთოს პოლიტიკურ საკითხებისა და უსაფრთხობის კომიტეტი ამზადებს რეზოლუციის პროექტს, რომლის მიხედვითაც რუსეთი ოკუპანტ სახელმწიფოდ არის მიჩნეული. დოკუმენტის ავტორები მოუწოდებენ რუსეთს უარი თქვას ყირიმის ანექსიაზე და დაიცვას შეთანხმება დომბასთან დაკავშირებით.
დოკუმენტში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ უკრაინის აღმოსავლეთში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში გარკვეული რაიონები ,,რუსული ჰიბრიდული ძალის კონტროლის ქვეშ არიან“.
ეუთო, პროექტის მიხედვით, რუსეთს მოუწოდებს, რომ შეწყვიტოს დომბასისა და ყირიმის ოკუპაცია.