ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გუშინ, 1 საათი დავკარგე პრეზიდენტის საუბრის მოსმენაზე”

საქართველოს პარლამენტის სპიკერი ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი თავს არიდებს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით ღია ეთერში დისკუსიაში მონაწილეობას. მისი თქმით, მან მოუსმინა გუშინ პრეზიდენტ მარგველაშვილის ინტერვიუს, რაშიც დრო დახარჯა.
“გუშინ დაახლოებით, 1 საათი დავკარგე პრეზიდენტის საუბრის მოსმენაზე. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მას, რომ ღია ეთერში დავსხდეთ ერთად და საზოგადოებას ვესაუბროთ ერთად საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ასეთი ცალმხრივი საუბრებით, ბუნებრივია, საზოგადოება ვერ იღებს ინფორმაციას. ჩვენ პრეზიდენტს ძალიან კარგ ფორმატს ვთავაზობთ. ეს ფორმატი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ერთად დავსხდეთ ღია ეთერში საზოგადოების წინაშე და ერთად ვესაუბროთ საკონსტიტუციო რეფორმის შინაარსის თაობაზე. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ფორმატი შედგება“, – განაცხადა კობახიძემ.

იტვირთბა....