(ეყრდნობა 10 000 მოქალაქის გამოკითხვის შედეგებს)
ინტერნეტ-გაზეთმა „მეტრონომმა“ შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების საუკეთესო ათეულის გამოვლენა განიზრახა. ამისთვის თბილისის მასშტაბით 10 000 მომხმარებელი გამოკითხა. მათ მარტივ კითხვას უპასუხეს: ჩამოთვლილთაგან, რომელ სასტუმროს ანიჭებენ უპირატესობას და რატომ? პროექტის მიხედვით, შედეგები გამოქვეყნდა გაზეთ „მეტრონომში“, რომელსაც ნახევარ მილიონამდე ვიზიტორი ჰყავს თვეში, ინგლისურენოვან გაზეთ „ფაინენშელში“ და ქართული საზღვაო კურორტების პოპულარიზაციის მიზნით, სომხეთში, მედიაგამოცემა arminfo.am-ზე.
სულ დაწესებული იყო 5 ნომინაცია, რომელიც გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 5 სასტუმროზე გადანაწილდა, ხოლო, ნომინაციების გარეშე, საერთო გამოკითხვით, შედგა საქართველოში შავიზღვისპირეთის საუკეთესო სასტუმროების ათეული.
გამოკითხვაში მონაწილეობდნენ საქართველოს მოქალაქეები; საზოგადოების ყველა ფენის და ასაკის წარმომადგენლები; ამა თუ იმ სასტუმროს მომხმარებლები, მათ შორის ცნობადი სახეები, მსახიობები, მომღერლები; ბანკები; სადაზღვევო კომპანიების, სამშენებლო კომპანიების, სასტუმროების და სხვა წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შედეგად გამოვლინდა შავი ზღვის სანაპირო ზოლის საუკეთესო სასტუმროების ათეული, რომელიც ასევე მოიცავს ნიმინაციებში გამარჯვებულ ხუთეულს.
ესენია:
Sheraton, ბათუმი; ნომინაცია – საუკეთესო ინტერიერი;
Hilton, ბათუმი; ნომინაცია – საუკეთესო ხედი;
Georgia Palace Hotel & Spa, ქობულეთი; ნომინაცია – საუკეთესო მომსახურება;
Leogrand, ბათუმი; ნომინაცია – საუკეთესო ექსტერიერი;
Castelo Mare, ციხისძირი; ნომინაცია – საუკეთესო ადგილმდებარეობა;
Radisson, ბათუმი;
Sky Tower, ბათუმი;
Penthouse Batumi, ბათუმი;
Piazza, ბათუმი;
Golden Palace, ბათუმი.
მკითხველს ვთავაზობთ საუკეთესო ათეულის უფრო ზუსტ მიმოხილვას:
სასტუმრო Sheraton (ბათუმი)
202-ნომრიანი სასტუმრო „შერატონ ბათუმი“ აჭარის რეგიონში გახსნილი პირველი საერთაშორისო კლასის ბრენდირებული სასტუმროა. ის მდებარეობს ქალაქის შუაგულში, ბათუმის ცნობილი ბულვარის გვერდით, 5-10 წუთის ფეხით სავალ მანძილზე ძველი ქალაქიდან და 15 წუთის სავალ მანძილზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან, ასევე ცენტრალური რკინიგზის სადგურიდან
„შერატონ ბათუმში“ 43 სუიტია, მათ შორის პენთჰაუსი, საიდანაც 360 გრადუსით იშლება შავი ზღვის და ბათუმის ულამაზესი ხედები.
750 კვადრატულ მეტრიანი გამაჯანსაღებელი ცენტრი „შერატონ შაინ” მოიცავს დახურულ და ღია აუზებს, ჯაკუზის, საუნას, ორთქლის ოთახს, ფიტნეს ცენტრსა და თურქულ ჰამამს.
სასტუმრო მე-20 სართულზე განთავსებული „360 სქაი ბარი და რესტორანი“ ერთადერთი სასტუმრო ბარი და რესტორანია ბათუმში 360 გრადუსიანი პანორამით. სტუმრებს შეუძლიათ ისიამოვნონ ექსკლუზიური კოქტეილებით, პრემიუმ-კლასის ქართული ღვინოებითა და დახვეწილი კერძებით ლაუნჯის, ან გრილ-მენიუდან.
სასტუმროს გარე აუზთან მდებარე ლაუნჯ ბარ „ჟასმინში“ სტუმრებს ელით ლანჩი და სადილი, სადაც ასევე შეუძლიათ დააგემოვნონ პრემიუმ კლასის სასმელები, კოქტეილები, ახლადდაწურული წვენები და განიტვირთონ აუზის ირგვლივ გაშენებულ ულამაზეს ბაღში.
სასტუმროს საბანკეტო დარბაზი ყველაზე დიდია ბათუმში არსებულ დარბაზებს შორის. ის 1 000 კვარდატული მეტრია და იდეალური ადგილია ქორწილებისა და კორპორატიული ღონისძიებებისთვის.
სასტუმროში ასევე 6 სხვადასხვა სიდიდის საკონფერენციო დარბაზია, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე აუდიო და ვიზუალური ტექნიკით.
სასტუმრო Georgia Palace Hotel & Spa (ქობულეთი)
Georgia Palace Hotel & Spa ერთადერთი ქართული ხუთ ვარსკვლავიანი საკურორტო ბრენდია, რომელიც საქართველოში, სტუმართმასპინძლობის ბაზარზე 2008 წლიდან ფუნქციონირებს. ადგილმდებარეობიდან გამომდინარე სასტუმროს აქვს უნიკალური მიკროკლიმატი, ბუნებრივი ლანდშაფტი, სამკურნალო თვისებებით გამორჩეული სანაპირო. საქვეყნოდ ცნობილ სანატორიუმ „საქართველოს“ ადგილზე აშენებული ეს სასტუმრო, ინარჩუნებს როგორც საკურორტო სასტუმროს, ასევე სამედიცინო დასასვენებლის სახელს – აქ განთავსებული სპა ცენტრი არაერთი სახის სამედიცინო თუ სარელაქსაციო სერვისით გამოირჩევა. სასტუმრომ პირველად და ექსკლუზიურად საქართველოში სტუმრებს ინდური, Ayurveda Panchakarma პროცედურების სრული მომსახურეობის სპექტრი შესთავაზა.
სასტუმრო ყველა ტიპის 157 ნომერს აერთიანებს; გაუმჯობესებული ოთახები, ნახევრად ლუქსები, საოჯახო ტიპის ლუქსები, საპრემიერო და საპრეზიდენტო ლუქსები, ადაპტირებული გარემო. ყველა ოთახის აივნიდან გადაშლილი ზღვისა და მთის პეიზაჟი, გამორჩეული ხედები, რომელსაც სხვაგან იშვიათად შეხვდებით. სტუმრების ერთგვარი ლოზუნგია, რომ თუ ერთხელ უკვე აირჩევენ სასტუმრო Georgia Palace Hotel & Spa-ს, ის მათი ზაფხულის განუყოფელი ნაწილი გახდება.
აღსანიშნავია სასტუმროს ეზო, სადაც მუდმივად სიგრილე და სასიამოვნო გარემოა. ეზოში არსებული ყვავილნარი და მრავალი ხე ქმნის უიშვიათეს გრილ გარემოს სიამოვნების მისაღებად.
საკვების ნუსხა ქართულ ტრადიციულ საკვებსა და ფრანგულ სამზარეულოს აერთიანებს. დანამდვილებით და თამამად შეიძლება ითქვას, რომ სასტუმრომ კულინარიული თვალსაზრისით დიდ წარმატებებს მიაღწია, აქ ქართული და ფრანგული სამზარეულოს შესანიშნავი ნაზავი ჰარმონიულ თანხვედრაშია. ბარების ნაირფეროვნება, ქართული და ფრანგული რესტორანი, სწორედ საუკეთესო არჩევანის საშუალებას აძლევს ჩვენს სტუმრებს.
სტუმრებს გართობის საშუალებებიც უხვად აქვთ – დახურული და ღია აუზები, საუნა, განსაკუთრებით აღსანიშნავია მარილიანი წყლის აუზი, რომელიც სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა, სავარჯიშო დარბაზი, მინი გოლფისა და ჩოგბურთის მოედნები, საბავშვო მოედანი და უმშვენიერესი ბაღი მრავალფეროვანი და საუკუნოვანი მცენარეებით.
ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, კულტურისა და მოდის სფეროს წარმომადგენლები, ყველასთვის საყვარელი მსახიობები და მომღერლები – ადამიანები, რომლებმაც Georgia Palace Hotel & Spa აირჩიეს, დახვეწილი გემოვნებითა და განსაკუთრებული სოციალური სტატუსით გამოირჩევიან. სასტუმროს ყველა ის თვისება, რაც მას სხვა ბრენდებისგან გამოარჩევს, ერთი შეხედვითაც მარტივი აღსაქმელია – დიზაინი, მოვლილი სანაპირო და უდიდესი ბაღი, მომსახურების ხარისხი, არაჩვეულებრივი ხედები, რომელიც სხვაგან იშვიათია.
სასტუმრო Hilton (ბათუმი)
სასტუმროში 247 ოთახია, რომელთაგან უმრავლესობას აივანი აქვს. სასტუმროს განკარგულებაშია 7 საკონფერენციო დარბაზი და სადღესასწაულო დარბაზი.
“ჰილტონ ბათუმში” ყველანაირი გარემოა შექმნილი იმისთვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ, სწორედ ამიტომ სასტუმროში ფუნქციონირებს “ექსექუტივ ლაუნჯი”, სადაც შეგიძლიათ შეიქმნათ მყუდრო გარემო ინდივიდუალური მუშაობისთვის და ასევე საქმიანი შეხვედრებისთვის. ასევე, “ჰილტონში” განთავსებულია რესტორანი “პელიონი”, სადაც ქართული კერძების დაგემოვნება, ქართული ღვინის ასორტიმენტთან ერთად შეგიძლიათ. აქ განთავსებულია თანდილა ლობი ბარი, ევროპული სამზარეულოთი, ყავის ნაირსახეობით და განსაკუთრებული დესერტებით.
სასტუმროს მე-20 სართულზე ყველაზე პატარა სტუმრებისთვის “ჰილტონ ბათუმი” გთავაზობთ საბავშვო რეგისტრაციას, საბავშო მენიუს და ანიმატორებს, რომლებიც თქვენი პატარების გართობაზე იზრუნებენ. სასტუმროში ფუნქციონირებს “ეფორეა სპა”, რომელიც უნიკალურ პროცედურებს გთავაზობთ. სპადან მარტივად მოხვდებით დახურულ აუზზე, რომელსაც ღია ვერანდა აქვს და სადაც რუჯის მისაღებად ძალიან კომფორტული გარემოა”, – აცხადებენ საქართველოში “ჰილტონის” წარმომადგენლობაში.
სასტუმრო Leogrand (ბათუმი)
იდეა პროექტის შესახებ დაიბადა 2011 წელს. პროექტის სულის ჩამდგმელი გახდა თურქეთის ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენი, ეროლ ავგორენი. იდეის ავტორებისთვის პროექტის განხორციელება ძალიან ბევრ რისკთან იყო დაკავშირებული; მაგალითად, საინვესტიციო გარემო, უცხო ქვეყანა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ადგილმდებარეობა, რომელიც გარკვეული მარკეტინგული კვლევების საფუძველზე არასასურველად იქნა მიჩნეული. თუმცა როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ქალაქის განვითარებად ნაწილში აშენება იყო საუკეთესო გადაწყვეტილება, რადგან აღნიშნულმა პროექტმა გამოაცოცხლა და ცნობილი გახადა ქალაქის ეს ნაწილი. პროექტის სულისჩამდგმელებმა მოახდინეს როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური რესურსების მაქსიმუმის ინვესტირება, რათა მიეღწიათ დასახული მიზნებისთვის, შესაბამისი შედეგიც სახეზეა.
სასტუმროს მშენებლობა დაიწყო 2012 წლის სექტემბერში და ოფიციალურად გაიხსნა 2015 წლის 7 ივნისს. სასტუმრო აშენებულია 6000 კვ.მ მიწის ფართობზე და მისი სრული ფართობი შედგება 29 000 კვ.მ-სგან.
სასტუმროს ექსტერიერი გადაწყვეტილია ავანგარდულ სტილში, რომლის დიზაინზეც იმუშავეს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილმა დიზაინერებმა. თვითონ პროექტი არის ენერგო ეფექტური, ეკოლოგიურად სუფთა და გარემოს ზიანს არ აყენებს.
სასტუმროს სტილი თანამედროვე არქიტექტურით და მინიმალისტური ელემენტებით ინტერიერს დახვეწილს და ელეგანტურს ხდის. დიდ და ნათელ თანამედროვე დიზაინის შემოსასვლელს მივყავართ მინიმალისტური ელემენტებით მოწყობილ ვესტიბიულში.
სასტუმრო და სამორინე ლეოგრანდი იწვევს სტუმრებს სხვადასხვა ქვეყნებიდან და სთავაზობს უმაღლესი ხარისხის მომსახურებისა და თანამედროვე დიზაინის კომბინაციას, დამატებითი აქსესუარების მრავალფეროვნებას გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან და თურქეთიდან.
სასტუმრო ადვილად მისადგომია, ვინაიდან, ის მოშორებულია სულ რაღაც 7 კილომეტრით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან, 5 წუთის სავალზეა ზღვის სანაპიროდან. სასტუმროს შენობა გადაჰყურებს როგორც ქალაქის ცოცხალ ნაწილს, ასევე, შავი ზღვის ულამაზეს ხედებს.
სასტუმრო ლეოგრანდი გთავაზობთ 166 კომფორტულ სუპერიორ და სუიტ ოთახებს, მდიდრული საწოლებითა და მრავალფეროვანი დამატებითი აქსესუარებით, ულამაზესი პანორამული ხედებით სასტუმროს ირგვლივ. სუპერიორი სტილის ოთახის ფართობია 42 კვ.მ და მასში განთავსებულია ორადგილიანი, ან ორი ერთადგილიანი საწოლები უმაღლესი ხარისხის თეთრეულით. აგრეთვე, კომფორტული და უნიკალური დიზაინის სავარძლები და ყავის მაგიდა. დიდი სამუშაო მაგიდა, უფასო უსადენო ინტერნეტი და მშვიდი გარემო. სუპერიორი სტილის ოთახები შექმნილია ბიზნეს-მგზავრების მაქსიმალური კომფორტისთვის.
სასტუმრო ლეოგრანდს აქვს 13 კომფორტაბელური ლუქსის ტიპის ოთახი, მდიდრული საწოლებითა და მრავალფეროვანი დამატებითი აქსესუარებით. ულამაზესი პანორამული ხედებით შავ ზღვასა და ბათუმის პორტზე. ლუქსის ტიპის ოთახის ფართობია 90 კვ.მ და მასში განთავსებულია ორადგილიანი საწოლი უმაღლესი ხარისხის თეთრეულით, აგრეთვე, კომფორტული და უნიკალური დიზაინის დივანი და ყავის მაგიდა. დიდი სამუშაო მაგიდა, უფასო უსადენო ინტერნეტი და მშვიდი გარემო. ჩვენი ლუქსის ტიპის ოთახები შექმნილია ბიზნეს მგზავრების მაქსიმალური კომფორტისთვის.
სასტუმრო ლეოგრანდი ასევე გთავაზობთ ერთ მდიდრულ საპრეზიდენტო ოთახს, რომელსაც აქვს შესავლელი ჰოლი; სტუმრის მისაღები ოთახი უნიკალური დიზაინის დივანით და 6 პერსონაზე საკონფერენციო მაგიდით, რაც არაჩვეულებრივ პირობას ქმნის მაღალი დონის ბიზნეს შეხვედრების ორგანიზებისთვის. მრავალფეროვანი დამატებითი აქსესუარებით, ოთახიდან იშლება ულამაზესი პანორამული ხედები შავ ზღვასა და ქალაქ ბათუმზე. ასევე შემოთავაზებულია ორი გამოცალკევებული საძინებელი თავიანთი სველი წერტილებით. ერთ-ერთ მათგანში განთავსებულია ჯაკუზი, ასევე ერთ საძინებელში დამატებით მოთავსებულია დიდი ჯაკუზი; ოთახებში დგას დიდი ორადგილიანი საწოლები უმაღლესი ხარისხის თეთრეულით, დიდი სამუშაო მაგიდა ერთ ერთ საძინებელში.
ლუნა რესტორანი შექმნილია შვედური სტილის საუზმის სადილის და ვახშმის შესათავაზებლად. სტუმრებს ეძლევათ შესაძლებლობა ისიამოვნონ შესანიშნავი ხედებით და სასიამოვნო გარემოთი. ლუნა რესტორანში შემოთავაზებულია მდიდრული საუზმე, ცხელი და ცივი კერძების, დესერტების და სასმელების ფართო არჩევანი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მეგობრული დამოკიდებულება სტუმრების მიმართ და უმაღლესი ხარისხის მომსახურება.
მე-7 სართულზე, 2200 კვ.მ-ზე განთავსებულია ღია ტერასა, საიდანაც მოჩანს მთებისა და შავი ზღვის შესანიშნავი პანორამული ხედები. ეს არის იდეალური ადგილი, სადაც შეგიძლიათ გაატაროთ თავისუფალი დრო ღია ცის ქვეშ და ისიამოვნოთ მსუბუქი სასმელებით ან კერძებით, რომელსაც შემოგთავაზებთ ჩვენი შეფ-მზარეული. ტერასიტის მზარეულთა გუნდი სთავაზობს გუნდებს სეზონურ ორგანული ინგრედიენტებისგან დამზადებულ ევროპულ კერძებს ქართული ტრადიციული ელემენტებით. ისიამოვნე ტერასიტის მიერ შემოთავაზებული სასმელების და სნექების ფართო არჩევანით. ტერასიტი სეზონურად შემოგთავაზებთ კონცერტებს ცოცხალი შესრულებით, დიჯეი სეტ საღამოებს და სხვადასხვა ტიპის ივენთებს.
სასტუმრო ლეოგრანდი ასევე გთავაზობთ დაუვიწყარი ქორწილების ორგანიზებას. საქორწინო დარბაზის ფართობი არის 1000 კვ.მ. აქ შეიძლება განათავსოთ 550 სტუმარი მრგვალი მაგიდების სტილით. გარდა ამისა, მდიდრულ ქორწილის მოწყობა სასტუმროს ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ, 2200 კვ. მ-იან რესტორან ტერასიტშიც შესაძლებელია. აქ დაგხვდებათ ბათუმის და შავი ზღვის ულამაზესი ხედები, უგემრიელესი კერძები, ულამაზესი საქორწინო დიზაინი და მაღალკვალიფიცირებული პერსონალის მომსახურება. ასევე შეგიძლიათ შეგვიკვეთოთ ხელის მოწერის ცერემონია ფურშეტის სტილით, როგორც ღია ცის ქვეშ, ასევე დახურულ რესტორან ლუნაში.
სასტუმრო ლეოგრანდი მომხმარებელს სთავაზობს თანამედროვე კომფორტის და შესანიშნავი ბიზნეს მომსახურების კომბინაციას, რომელიც ქმნის იდეალურ გარემოს სოციალური ღინისძიებების თუ შეხვედრების ორგანიზებისთვის. ბიზნეს-სივრცე მოიცავს 5 ძირითად შეხვედრების ოთახს, რომელშიც ასევე შედის ზღაპრული დიზაინის დარბაზი კორპორატიული საღამოების, კონფერენციების, სოციალური ღონისძიებების ორგანიზებისთვის.
1800 კვ.მ ფართობზე განთავსებული სპა ცენტრი გთავაზობთ მიიღოთ გამაჯანსაღებელ მომსახურებათა სრული პაკეტი ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის: თურქული აბანო, საუნა, ორთქლის ოთახები, 132 კვ.მ ფართობის ფიტნეს ცენტრი, დახურული საცურაო აუზი.
ყველაზე დიდი სამორინე ამიერკავკასიის ქვეყნებში, რომელიც განთავსებულია 3000 კვ. მ ფართობზე. მოთამაშეებისთვის ის წარმოადგენს ყველაზე გასართობ ადგილს, რომელიც მათ სთავაზობს თამაშების ფართო არჩევანს.
სასტუმრო Castelo Mare (ციხისძირი)
სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი “კასტელო მარე“ ციხისძირის ტერიტორიის ტროპიკულ ნაწილში, ბათუმიდან 17 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. შავი ზღვის სანაპიროზე ეს ადგილი ბევრი ადამიანისთვის ნაცნობია, როგორც ციხისძირის კურორტი, რადგან აქ 1991 წელს დიდი პოპულარობით სარგებლობდა სანატორიუმი „ნაუკა“, რომელიც იგივე ადგილას იყო განთავსებული სადაც დღეს „კასტელო მარეა“.
მიუხედავად ამისა, ამ ადგილის განვითარების ისტორია სათავეს იღებს მე-20 საუკუნიდან, როცა ამ კლდოვან ადგილას აშენდა პირველი განსხვავებული შენობა, “Castello Mare” კი მისი სილამაზის გამო დაერქვა, რაც იტალიურად ნიშნავს „ საზღვაო ციხე-კოშკს“, ან „ ციხესიმაგრეს ზღვაზე“. 100 წლის შემდეგ ეს ციხე-კოშკი მეორეჯერ „დაიბადა“, არა როგორც უბრალოდ ძველი კოშკი, არამედ სულ ახალი „კასტელო მარე“ რომანტიული სასახლე, რომელიც ზღვას გადაჰყურებდა.
კომპლექსი შედგება 90 ოთახისგან და სხვადასხვანაირი გამაჯანსაღებელი და სარელაქსაციო საშუალებებისგან. სტუმრებისთვის წარმოდგენილია ოთახების რვა კატეგორია. კომპლექსს აქვს შიდა და გარე აუზები, სპა, რესტორანი, კაფე ბარი ტერასაზე ისევე როგორც სანაპიროზე.
კორპორატიული ღონისძიებებისთის არის სამი საკონფერენციო დარბაზის გამოყენების საშუალება: დიდი საკონფერენციო დარბაზი – 200 ადამიანზე და ორი პატარა საკონფერენციო ოთახი – 20 ადამიანზე. კომპლექსი ასევე გთავაზობთ მრავალ საშუალებას საგარეო აქტივობებისთვისა და სპორტისთვის, როგორებიც არის ფიტნეს ცენტრი, ჩოგბურთის მოედანი, ბილიარდის ოთახი, ბოულინგი, ლაზერული სროლა და ყვინთვის სკოლა. ზამთარსა და გაზაფხულზე სასტუმრო გთავაზობთ ტრანსპორტირების დაგეგმვას აჭარის სამთო-სათხილამურო კურორტებზე. არსებობს ტრანსპორტირების ბევრნაირი საშუალება და ექსკურსიის სერვისები სტუმრებისთვის. სანაპიროზე ჩასვლა არის შესაძლებელი პანორამული, თანამედროვე ლიფტით.
სასტუმრო Radisson (ბათუმი)
სასტუმრო რედისონ ბლუ ბათუმში (Hotel Radisson Blu Batumi) მდებარეობს ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, ზღვის სანაპირო ზოლიდან 100 მეტრში. იგი ინდივიდუალურად ესადაგება როგორც საქმიანი მოგზაურობის, ასევე შევებულებაში მყოფი დასვენების მოყვარულებს; გვთავაზობს საქმიანი დასვენებისათვის საჭირო ყველა აუცილებელ პირობებს და ღირშესანიშნავ ღონისძიებებს პროფესიულ დონეზე. სასტუმროს ნომრებიდან იხსნება თვალწარმტაცი ხედი ზღვაზე. სასტუმროში მოქმედებს სპა ცენტრი ღია და დახურული აუზით, ასევე ფიტნეს კლუბი. სტუმრების განკარგულებიაშია ორი რესტორანი და სამი ბარი.
სასტუმრო Sky Tower (ბათუმი)
ეს არის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც განსაკუთრებულად მრავალფეროვანი ხედებით გამოირჩევა, მათ შორის, ზღვის, მთისა და მოცეკვავე შადრევნების ჩათვლით.
სასტუმრო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 კილომეტრში მდებარეობს. სასტუმროდან ზღვის სანაპირომდე 200 მეტრია, ხოლო ბათუმის ცენტრამდე სულ რაღაც- 2 კმ.
სასტუმროში 101 ოთახია, რომელთაგან ნაწილი ლუქსის კლასს ეკუთვნის, ყველა მათგანი კი განსაკუთრებული დიზაინით გამოირჩევა.
სასტუმრო დამსვენებელს ხუთვარსკვლავიან მომსახურებას სთავაზობს, რაც ყველანაირი კომფორტის შექმნას გულისხმობს.
სასტუმრო Penthouse (ბათუმი)
ოთხვარსკვლავიანი სასტუმროდან ზღვის ნაპირამდე 3 წუთის სავალია, ხოლო დელფინარიუმამდე – ნახევარი საათი დაგჭირდებათ. სასტუმროს ტერასა და ზღვის, მთისა და ტბის შესანიშნავი ხედები აქვს. სტუმრებისთვის Penthouse ბათუმში ყოველთვის სასურველი და საინტერესო ადგილია. სასტუმროში მდებარე ყველა ოთახს საკუთარი აბაზანა და შესანიშნავი ხედი აქვს.
სასტუმრო Piazza (ბათუმი)
სასტუმროები “Piazza butique”, “Piazza Inn” და “Piazza four colours” არის ლუქსის ტიპის სასტუმროები, რომლებიც განთავსებულია საქართველოს კულტურული მნიშვნელობის მქონე ქალაქში. Piazza (ბათუმი)-ის ვარსკვლავური სტუმრების სიაში შედის სტინგი, პლასიდო დომინგო, მიშელ ლეგრანი, მეისი გრეი და მონაკოს პრინცი ალბერტ II. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ისტორიით, მდებარეობით და ვიცავთ ტრადიციებს, მაგრამ ამასთანავე გთავაზობთ კომფორტის უმაღლეს სტანდარტებს, მომსახურებას და თანამედროვე ტექნოლოგიას, რომელიც შეიძლება დასჭირდეს ჩვენს სტუმრებს, მსოფლიოს ნებისმიერი მხრიდან.
ბათუმის სავიზიტო ბარათი, ადგილობრივებისა და სტუმარი ტურისტების შეხვედრის საყვარელი ადგილი Batumi Piazza აშენდა 2009 წელს, ძველი ბათუმის უბანში. სკვერის პროექტირების ავტორია ცნობილი ქართველი არქიტექტორი ვაჟა ორბელაძე და ის წარმოადგენს სხვადასხვა სტილისა და ტრენდის ნაზავს და უნიკალურ ანსამბლს.
სასტუმრო Golden Palace (ბათუმი)
სასტუმრო “Golden Palace Batumi” გთავაზობთ მდიდრულ, კომფორტულ ნომრებს, საიდანაც იშლება ზღვის, მთის და ქალაქის ულამაზესი ხედები. სასტუმროს ნომრების მრავალფეროვნება თითოეულ დამსვენებელს საშუალებას აძლევს შეარჩიოს მისთვის სასურველი გარემო, სწორედ ის ნომერი, რომელიც ვიზიტის მიზანს შეესაბამება. სასტუმროში სულ 51 ნომერია: ერთადგილიანი, ორადგილიანი, საოჯახო, გაუმჯობესებული ორადგილიანი, წარმომადგენლობითი, ლუქსი, საპრეზიდენტო ნომერი… სასტუმროს თითოეული ნომერი გადაწყვეტილია თანამედროვე სტილში და აღჭურვილია: კონდიცირების სისტემით, მინი ბარით, სეიფით, საკაბელო ტელევიზიით, უფასო Wi-Fi. სასტუმროს ყველა სტუმარს საშუალება ეძლევა ისარგებლოს უფასო პარკირებით. სასტუმროში ასევე შემოგთავაზებენ საინტერესო ტურებს აჭარასა და საქართველოს სხვა რეგიონებში. სასტუმროს თანამშრომელთა კეთილგანწყობა და პროფესიონალიზმი, რომლებმაც კარგად იციან დამსვენებელთა გემოვნება და ჩვევები, “Golden Palace Batumi” – ში გატარებულ თქვენს ყოველ დღეს დაუვიწყარს გახდის.
„მეტრონომმა“ მკითხველს წარუდგინა 10 000 მომხმარებლის გამოკითხვით დასახელებული 10 საუკეთესო სასტუმრო შავი ზღვის სანაპიროზე. რედაქცია აგრძელებს მკითხველისთვის TOP 10-ეულების გამოვლენას, რომლის მიზანიც მომხმარებლის ინფორმირება და წარმატებული ბიზნესის დაფასებაა.