დღეს დეფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი მოსკოვში იმყოფება, რომელიც „გაზპრომის“ ერთ-ერთ მმართველს ალექსეი მილერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას, „ოსინფორმი“ ავრცელებს. შეხვედრაზე არაღიარებული სამხრეთ ოსეთის გაზით მომარაგების საკითხები განიხილეს.
საუბარია ცხინვალის რეგიონის სოფლების ბუნებრივი აირით მომარაგების საკითხებზე. „ოსინფორმის“ ცნობით, ძირითადი განხილვის თემა იურიდიული საკითხები და სატარიფო პოლიტიკა იყო. ამ დროისათვის, გაზიფიცირებულია თავად ცხინვალი. გაზის მიწოდება მაგისტრალური გაზსადენით ხდება.