“როცა ჩემს შესახებ მოვისმინე აბსოლუტურად ყველაფერი, სახელმწიფო გადატრიალებიდან დაწყებული, ნებისმიერი თეორია, საზოგადოებამ არ გამაკრიტიკა და არ გამწირა” – ასეთი განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემაში “არჩევანი”.
პრეზიდენტს საკუთარ თავზე კითხვა დაუსვეს – მოეწონებოდა თუ არა პირადად მას ასეთი პრეზიდენტი. “ბევრ ჩემივე სისუსტეებზე და შეცდომებზე მაქვს ჩემი გამართლება. ადამიანი მუდმივად ცდილობს გაამართლოს საკუთარი თავი. ასეთია ადამიანის ბუნება და, შესაბამისად, ბევრ რამეს ვამართლებ ჩემს თავში. მე მგონია, რომ პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ბევრად მეტი გაუკეთოს რიგით მოქალაქეებს”. – განაცხადა პრეზიდენტმა.
იტვირთბა....