შსს-მ ფოთში განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა,-ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს:
“შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული ვ.რ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ფოთში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეგობარი მამაკაცი – 1967 წელს დაბადებულ ზ.შ. დანით გულმკერდის არეში დაჭრა, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ვ.რ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).”- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ახალგაზრდა ქალმა მეუღლე შელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდის არეში დაჭრა. მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ქმრის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქალი ცხელ კვალზე დააკავეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო.
ადგილობრივების ინფორმაციით, ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი ხშირი იყო, რადგანაც ორივე ალკოჰოლის ხშირი მომხმარებლები იყვნენ. მეზობლების ინფორმაციით, შემთხვევის დროსაც, ქმრის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

