ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ფოთში მამაკაცის მკვლელობაში მისი მეუღლეა ეჭვმიტანილი

მკვლელობა ფოთში, ახალგაზრდა ქალმა მეუღლე შელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდის არეში დაჭრა. მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ქმრის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქალი ცხელ კვალზე დააკავეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  108-ე მუხლით დაიწყო.

ადგილობრივების ინფორმაციით, ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი ხშირი იყო, რადგანაც ორივე ალკოჰოლის ხშირი მომხმარებლები იყვნენ. მეზობლების ინფორმაციით, შემთხვევის დროსაც, ქმრის მკვლელობაში ეჭვმიტანილი  ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

 

იტვირთბა....