გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. მათი განცხადებით, რუსი ოკუპანტები ყოოველ დღე საზღვარს წევენ და არსებობს საფრთხე, რომ ისინი მალე სოფელშიც შევლენ და მოსახლეობა ოკუპაციის ზონაში აღმოჩნდება.
მათ დღეს კიდევ 10 ჰექტარი მიწა დაკარგეს. ოკუპანტებმა საოკუპაციო ზოლი გადმოწიეს და ახალი ბანერი დადგეს. შედეგად, ე.წ. საზღვრის იქით მოექცა ადგილობრივი ფერმერის ნაკვეთი. ადგილობრივი მოსახლეობა ყვება, რომ რუსი ოკუპანტების მხრიდან მოსახლეობის შევიწროვება ყოველდღიურად ხდება. ისინი მათ საკუთარ ბაღებში შესვლის უფლებას აღარ აძლევენ და დაკავებით ემუქრებიან.
„ბარიერი იყო ზევით დასმული, საზღვარი იყო გაკეთებული და ხუთი დღის წინ გადმოუტანიათ 700-ს მეტრზე, დათესილ ყანაში ჩამოუტანიათ და გვიკრძალავენ შესვლას. აღარ შეხვიდეთ აღებით თვითონ უნდა აიღონო. ხელისუფლებას ვთხოვთ, რომ ყველაფერი ისე მოგვარდეს, რომ იქნებ ავიღოთ ეს მოსავალი,“ – განაცხადა გია ხოდელმა.
ბერშუეთში იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები და სამართალდამცველები.