ახალი ამბები

თვითმართველობის არჩევნები 30-35 მილიონი დაჯდება

შემოდგომაზე გამართული თვითმართველობის არჩევნები 30-35 მილიონი დაჯდება. ამის შესახებ განცხადებას ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია  აკეთებს.  აღნიშნული თანხა ცესკო-ს 2017 წლის მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით ნახევარია. ჟვანიას თქმით, არჩევნები მხოლოდ 60 დღით ადრე იქნება დანიშნული, რადგანაც თანხების დაზოგვა მოხდეს.

„როდესაც გრძელია წინასაარჩევნო პერიოდი, მაშინ ხარჯები იზრდება. ამ შემთხვევაში, ჩვენ როგორც ვიცით და როგორც უკვე გაცხადდა, მხოლოდ 60 დღით ადრე იქნება არჩევნები დანიშნული, რაც თანხების უფრო ეკონომიურ ხარჯვას განაპირობებს. 2017 წლის ბიუჯეტი მთლიანობაში დაახლოებით 60 ათას ლარს უტოლდება, საიდანაც როგორც წესი, 30-35 მილიონი არის ხოლმე არჩევნებისთვის განსაზღვრული.“ -განაცხადა თამარ ჟვანიამ.

იტვირთბა....