“მეტრონომი” სასამართლო პროცესიდან:
ბრალდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პირველი დაკითხვისას განაცხადა, რომ იარაღი, რომელიც მისი სახლიდან ამოიღეს, ნამდვილად მისი შენახული იყო, -ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ჟურნალისტებს სასამართლოში შესვენებისას განუცხადა:
”ადვოკატებს შეკითხვები ჰქონდათ, რატომ არ ჩატარდა იარაღზე დაქთილოსკოპიური და გენეტიკური ექსპერტიზა. ერთ-ერთმა ადვოკატმა, ლომიძემ, განაცხადა, რომ ბრალდებული თავიდანვე უარყოფდა აღნიშნული იარაღის ქონას. მე მინდა ვურჩიო ადვოკატს, რომ საჯარო განცხადებების გაკეთებამდე კარგად გაეცნოს საქმის მასალებს. ბრალდებულმა პირველივე დაკითხვისას აღიარა, რომ ის იარაღს ინახავდა, რომელიც მას ეკუთვნის, ხოლო მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას მისივე საძინებელი ოთახიდანაა ამოღებული იარაღი. შესაბამისად, არავითარი აუცილებლობა დამატებითი ექსპერტიზისა აღარ იყო. მსგავსი უსაფუძვლო განცხადებებით, ადვოკატები ეჭვქვეშ ვერ დააყენებენ ამ უტყუარ ფაქტს. ეს არის დადასტურებული”- აღნიშნა ჯარჯი წიკლაურმა.
წიკლაურის თქმით, აუცილებლად კითხავენ ბრალდებულს, რა მიზნით ინახავდა იარაღს.

