კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ ინფორმაციით, დღევანდელი დღის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, დედაქალაქში მოძრავი მიკროავტობუსების 80% -ს ავტომობილებში კონდიციონერი ჩართული აქვს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ის მძღოლები რომლებიც არ რთავენ სატრანსპორტო საშუალებაში გაგრილების სისტემას, კომპანიის მენეჯმენტის სანქციების ქვეშ მოჰყვებიან, ხოლო ის მძღოლები რომლებზეც არ შემოვა მონიტორინგის სამსახურში პრეტენზიები წახალისებულნი იქნებიან და წლის ყველაზე ცხელ დღეს გამართულად მუშაობის გამო თავისუფლდებიან ყოველდღიური გეგმური გადასახადისგან.
„ასევე უმორჩილესად ვთხოვთ მგზავრებს ნებისმიერი პრობლემური საკითხის შემთხვევაში დაგვიკავშირდნენ ცხელ ხაზზე – 032 2 200 340 ან სოციალური ქსელით “თბილისის მიკროავტობუსი”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ როგორც მოქალაქეები აცხადებენ, ცხელ ხაზზე დარკევა უჭირთ, რაზეც კომპანია განმარტავს, რომ მიზეზი ცხელ ხაზზე მომუშავე შვიდი თანამშრომელი და დიდი რაოდენობით მოქალაქის ზარია, რის გამოც დაკავშირება გარკვეული ხნით ლოდინს ითხოვს.
თბილისის მიკროავტობუსი მოქალაქეებს საჩივრების დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.

