ე.წ. ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულები, რომლებიც საკუთარ მაღაზიებში შესვლას დილიდან ითხოვენ, კუთვნილ ტერიტორიებზე შეუშვეს. დაზარალებულები ცდილობენ ინფორმაცია მიიღონ, თუ რა ოდენობის ზარალი მიიღეს.
შენობაში შესვლას მოვაჭრეები დილიდან ითხოვდნენ, რის გამოც სამართალდამცავებსა და მოვაჭრეებს შორის სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. დაზარალებულებმა პოლიციელების მიერ შექმნილი, ხელოვნური კორდონის გარღვევაც სცადეს.
დღეს ასევე ჩანიშნულია შეხვედრა დაზარალებულებსა და ლაშა აბაშიძეს შორის. შეხვედრა დედაქალაქის მერიაში უნდა შედგეს.
შეგახსენებთ, რომ 2 ივლისს დაახლოებით 21:00 საათისთვის ე.წ. ელიავას ბაზრობაზე სამსართულიან ავტონაწილებისა და საღებავების მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა. შედეგად დაიწვა დაახლოებით 2 500 კვ.მ ფართობი.

