ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ინდოელი ბიზნესმენი ქართველ სამართალდამცველებს მუქარაში ადანაშაულებს

ინდოელი ბიზნესმენი ქართველ სამართალდამცველებს მუქარაში ადანაშაულებს – აკბარ ქურეში, რომელიც დუბაიდან თბილისში ჩამოფრინდა, მესაზღვრეებმა საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს. ინდოელი ბიზნესმენი ტელეფონით მის ადვოკატს დაუკავშირდა და მომხდარის დეტალებზე ესაუბრა. მისი მტკიცებით, საბუთები წესრიგში ჰქონდა, თუმცა ქართველი სამართალდამცველები მას დაჭერით დაემუქრნენ, თუ ქვეყანას არ დატოვებდა.

აკბარ ქურეში აპირებს სასამართლოს მიმართოს. საქმეში ჩართულია სახალხო დამცველი. ქართველი მესაზღვრეების უხეშ მოპყრობაზე საუბრობს ინდოეთის კიდევ ერთი მოქალაქე, რომლიც საქართველოში ტურისტის სტატუსით ჩამოდიოდა. მუმბაიში გაბრუნების შემდეგ მან წერილით ინდოეთში საქართველოს ელჩს მიმართა. მომხდარის შესახებ შსს-ში კომენტარს  ამ ეტაპზე არ აკეთებენ.

წყარო: რუსთავი 2

იტვირთბა....