ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სამტრედიაში მეზობლის დაყაჩაღებაში ეჭვმიტანლი ქალი დააკავეს

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხენიშში შსს-ს ინფორმაციით, ქალმა მეზობლის დაყაჩაღება სცადა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ქალი შესაძლოა მაისში მეზობლის გაქურდვაშიც იყოს დამნაშავე, რა დროსაც 600 ლარი მოიპარეს.

“ნიღბით იყო, ჩამოვხსენით და იქვე დავიჭირეთ.  ამჯერად ვერაფერი წაიღო, მაგრამ მაისში 600 ლარი მოგვპარა. ეჭვი ადრეც გვქონდა, მაგრამ მაშინ ვერ დავუმტკიცეთ, სანამ ფაქტზე არ დავიჭირეთ”, – ამბობენ დაზარალებულები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალი ცხელ კვალზე დააკავეს და გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

იტვირთბა....