“ჩემი ცოლის დაქალები” ბოლო 4 სერია, პარასკევს, შაბათს, კვირას და დასკვნითი და უსასტიკესი სერია ორშაბათს, 22:00-ზე” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში სერიალის ერთ-ერთმა პროდიუსერმა ირაკლი საღინაძემ დაწერა.
“მეტრონომი” აღნიშნულთან დაკავშირებით საღინაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ “ჩემი ცოლის დაქალების” მიმდინარე სეზონი მთავრდება, შემდეგი სეზონი კი სექტემბერში დაიწყება.
“გუშინ, კვირას, ვერ გავიდა სერიალი ეთერში. ელიავაზე მიმდინარე ხანძრის გამო ძალიან გვიანობამდე გაგრძელდა “კურიერი”, შესაბამისად, ეთერში გავალთ პარასკევს, შაბათს, კვირას და ორშაბათს. ამით სეზონი დასრულდება, სექტემბერში კი დაიწყება, მომდევნო – მე-12 სეზონი” – განუცხადა “მეტრონომს” ირაკლი საღინაძემ.