ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

13 წლის გოგონას გორში ავტომობილი დაეჯახა: მისი მდგომარეობა მძიმეა

გორში  გოგონას ავტომობილი დაეჯახა. ადგილობრივების თქმით, 13 წლის მოზარდი ველოსიპეტით მოძრაობდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ბავშვს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. თვითმხილველების განცხადებით, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა “გორმედიდან” გადაუდებელი დახმარების გაწევის შემდეგ  თბილისში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა მძიმეა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში “მეტრონომს” განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს. ავტომობილის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა.

 

იტვირთბა....