საფრანგეთის პრეზიდენტზე ემანუელ მაკრონზე თავდასხმა იგეგმებოდა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის ხელისუფლებამ ულტრანაციონალისტი 23 წლის მამაკაცი დააკავა და პრეზიდენტ მაკრონის მკვლელობის დაგეგმვისთვის ბრალი წაუყენა.
BFMTV- ის ინფორმაციით, დაკავებულმა მამაკაცმა ერთ-ერთ ინტერნეტფორუმზე განცხადება გააკეთა, რომ სურდა კალაშნიკოვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა და ქვეყნის მეთაურზე თავდასხმა. ინფორმაციით თანახმად, თავდასხმას მამაკაცი 14 ივლისს ელისეის მინდვრებზე, ბასტილისს დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე გეგმვდა.