ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“თბილისის მერობის კანდიდატები პარტიების ცოდვებით არიან დამძიმებულები”

„გავწმინდოთ თბილისი პარტიული და კლანური ინტერესებისგან,“ – ეს ლოზუნგი, პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის აზრით, საზოგადოების მხრიდან მოთხოვნადია, თუმცა ასეთი კანდიდატი დედაქალაქის მერობის პოსტზე, მისი აზრით, არ ჩანს.

გია ხუხაშვილის განცხადებით, თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი, პარტიებისგან თავისუფალია და ნაწილობრივ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმს, თუმცა ამომრჩეველს მისი ბოლომდე არ სჯერა.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ თბილისის მერობის კანდიდატები „პარტიების ცოდვებით დამძიმებულები“ არიან.

„მათი შედეგი პარტიის რეიტინგზეა მიბმული,“ – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

იტვირთბა....