ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. გამოცდა, 4 ივლისის ჩათვლით, ორ სესიად ჩატარდება.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 200-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული. გამოცდები 27 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.
2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი ასეთია:
3-4 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ქართული ენა და ლიტერატურა;
6-7 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ზოგადი უნარები;
10-11 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;
10-ივლისი (პირველი სესია) 11-ივლისი (მეორე სესია) – რუსული ენა;
10 ივლისი (მეორე სესია) – ფრანგული ენა;
11 ივლისი (პირველი სესია) – გერმანული ენა;
12 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – გეოგრაფია;
13 ივლისი (მეორე სესია) – მათემატიკა;
14 ივლისი (მეორე სესია) – ლიტერატურა;
17 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ისტორია;
18 ივლისი (მეორე სესია) – ბიოლოგია;
19 ივლისი (მეორე სესია) – ქიმია;
25 ივლისი (პირველი სესია) – სამოქალაქო განათლება;
26 ივლისი (პირველი სესია) – ფიზიკა;
26 ივლისი (პირველი სესია) – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
27 ივლისი (პირველი სესია) სტუდენტთა საგრანტო კონკურსი.
რაც შეეხება 2017 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდას, ის 20 ივლისიდან დაიწყება და შემდეგი განრიგით ჩატარდება:
20 ივლისი (მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი: A);
21 ივლისი (მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი: A);
24 ივლისი (მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი – B);
25 ივლისი (მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი: B);
26 ივლისი (მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი – ჩ);
27 ივლისი (მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი – ჩ).
საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად, გამოყოფილი იქნება დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სტანდარტული სამგზავრო საფასურით:
მეტრო „ახმეტელიდან“ მუხიანის დასახლების მიმართულებით №175 სკოლამდე, ასევე გლდანის მიმართულებით №177, №173 და №39 სკოლებამდე;
მეტრო „ვარკეთილიდან“ №117 სკოლამდე;
მეტრო „სამგორის“ ზედა ამოსასვლელიდან №103 საჯარო სკოლამდე.
ტრანსპორტზე მითითებული იქნება დაწესებულების სახელწოდება.