ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

აქციები ლონდონში: ტერეზა მეის რეზიდენციასთან მკაცრ ეკონომიკურ ზომებს აპროტესტებენ

ლონდონში მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობა ათასობით დემონსტრანტმა მოაწყო. ისინი ხელისუფლების მკაცრ ეკონომიკურ ზომებს აპროტესტებდნენ და პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვდნენ.

მომიტინგეები მსვლელობის დროს ტერეზა მეის რეზიდენციასთანაც შეჩერდნენ. აქციის მონაწილეებს ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ჯერემი კორბინიც შეუერთდა. მიტინგის ბოლოს დემონსტრანტებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს “გრენფელ ტაუერში” ხანძრის შედეგად დაღუპული 80-ი ადამიანის ხსოვნას.

იტვირთბა....