ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

2-3 ივლისს საქართველოში ტემპერატურა +40 გრადუსს მიაღწევს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2-3 ივლისს საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს ბარში შესაძლოა, +38°-ის, ხოლო დასავლეთ საქართველოს დაბლობში +40°-ის ფარგლებში აღინიშნოს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ყველაზე მაღალი ტემპერატურა 2-3 ივლისს დასავლეთ საქართველოში მარტვილში 2005 წელს 42 ℃, აღმოსავლეთ საქართველოში – გარდაბანში 1991 წელს 38,5 ℃ , ხოლო თბილისში – 1991 წელს 36.5 ℃ დაფიქსირდა.

იტვირთბა....