“ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანია ბიძინა ივანიშვილის გარეშე დაიწყო. ივანიშვილი კალაძის წარდგენას არ დასწრებია. ამასთან დაკავშირებით, უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ისედაც გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილი “ქართულ ოცნებას” მხარს უჭერს.
კითხვაზე, შეთანხმებული იყო თუ არა ივანიშვილთან, კალაძის კანდიდატურა, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ გადაწყვეტილებას მერობის კანდიდატთან დაკავშირებით პოლიტსაბჭო იღებს. რაც შეეხება კითხვას, რატომ არ დაესწრო ივანიშვილი კალაძის წარდგენას, ირაკლი კობახიძის თქმით თავად ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტია, რა ღონისძიებაში მიიღოს მონაწილეობა.