ხონში, ახალგაზრდა კაცმა გუშინ ღამით თავი ჩამოიხრჩო. თუმცა სუიციდის მიზეზი უცნობია.
„ბექა ყველას ძალიან უყვარს. თავადაც ყველა უყვარდა. სიცოცხლით და აზარტით სავსე იყო“, – ამბობს გარდაცვლილის მეგობარი.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით 3 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.