დღეს “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” პარტის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ, თბილისის მერობის კანდიდატს ოფიციალურად დაასახელებს. “ქართული ოცნების” სახელით თბილისის მერობისთვის პარტიის გენერალური მდივანი ვიცე-პრემიერი კახი კალაძე იბრძოლებს.
წინასწარი ინფორმაციით კალაძის წარდგენას “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძნა ივნაშვილი არ დაესწრება. კალაძეს პარტიის თავმჯდომარე პრემიერი-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარადგენს.