თემქაზე, სავაჭრო ცენტრ „უნივერსამთან“, ავარია მოხდა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია ერთი ბავშვი. სასწრაფო დახმარების მანქანამ დაშავებული მოზარდი მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.