“ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მმართველი გუნდი თბილისის მერობის კანდიდატს ოფიციალურად დღეს წარადგენს. პოლიტსაბჭოს სხდომაზე მმართველი გუნდის წევრებმა კახი კალაძის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირეს.
სხდომის დასრულების შემდეგ უმრავლესობის წევრებმა განცხადებები გააკეთეს და აღნიშნეს, რომ მერობის კანდიდატად კახი კალაძესთან ერთად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა არ განხილულა.
უმრავლესობის წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ თვითმმართველობის არჩევნების კამპანიაში ბიძინა ივანიშვილი არ ჩაერთვება.
კანდიდატის ოფიციალური დასახელება 20:00 საათისთვის არის დაგეგმილი, მანამდე კი პრემიერმინისტრი განცხადებას გააკეთებს.