ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა თორმეტიდან ხუთამდე შემცირდება: ცვლილებებს პარალმენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა თორმეტიდან ხუთამდე შემცირდება. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს პარალმენტმა გუშინ, საგაზაფხულო სესიის ბოლო სხდომაზე, მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

თვითმმართველი ქალაქების სტატუსს შეინარჩუნებს თბილისი, რუსთავი, ფოთი, ბათუმი და ქუთაისი. 2014 წელს მინიჭებული სტატუსის დაკარგვის შემდეგ კი შვიდი ქალაქი კვლავ მუნიციპალურ თემთან გაერთიანდება, რაც, ოპოზიციის გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტსაც იწვევს.

უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ სამი წლის წინ მიღებული რეფორმა მოსახლეობასთან კონსულტაციის გარეშე იცვლება. მესამე სექტორის წარმომადგენლები პრეზიდენტს ვეტოს დადებისკენ მოუწოდებენ.

იტვირთბა....