ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მთავრობის ადმინისტრაცია დაზარალებული მოქალაქეების საპროტესტო აქციას ეხმაურება

მთავრობის ადმინისტრაციამ საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებულების საკითხზე განცხადება გაავრცელა.

„სახელმწიფო ინსტიტუტები მოქმედებენ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. რაც შეეხება ზარალის ანაზღაურების მოთხოვნას, აღნიშნული მოთხოვნის ადრესატი სახელმწიფო ვერ იქნება, ვინაიდან საუბარია კერძო სუბიექტებს შორის ურთიერთობაზე“ – ნათქვამია განცხადებაში.

მთავრობის ადმინისტრაცია დაზარალებული მოქალაქეების საპროტესტო აქციას ეხმაურება.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებული მეანაბრეების საპროტესტო აქციას. განვმარტავთ, რომ აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფო უწყებებმა შესაბამისი რეაგირება განახორციელეს. კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მოქალაქეთა კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის ჯგუფურად გაფლანგვის ბრალდებით, შპს საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დირექტორი და მმართველი დააკავა. პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს მითვისებისა და გაფლანგვის მუხლით და აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

შესაბამისად, სახელმწიფო ინსტიტუტები მოქმედებენ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. რაც შეეხება ზარალის ანაზღაურების მოთხოვნას, აღნიშნული მოთხოვნის ადრესატი სახელმწიფო ვერ იქნება, ვინაიდან საუბარია კერძო სუბიექტებს შორის ურთიერთობაზე და ზარალის ანაზღაურებაც კერძო კომპანიის მოვალეობაა.

გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა მოქალაქეები არაერთხელ გააფრთხილა შესაძლო რისკების შესახებ და მოუწოდა მათ, მეტი სიფრთხილით მოკიდებოდნენ ეროვნული ბანკის მიერ არარეგულირებად ინსტიტუტებში საკუთარი სახსრების განთავსებას, ხოლო რისკის თავიდან აცილების მიზნით, წინასწარ მოეძიებინათ ინფორმაცია აღნიშნული კომპანიების საქმიანობისა და გადამხდელუნარიანობის მდგომარეობის შესახებ,”- აღნიშნულია განცხადებაში.

მთავრობის  ადმინისტრაცია დაზარალებულ მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოყენებისგან და დაელოდონ გამოძიებისა და სასამართლო პროცესის დასრულებას.

დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებულტა აქცია გაიმართა, სადაც ერთ-ერთმა დაზარალებულმა მეანაბრემ თავის მოკვლა სცადა. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.

იტვირთბა....