ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა

ქანთარიამ გოცირიძეს კუპონები აუფრიალა: როცა ჩვენი კრიტიკა მოგინდებათ, ეს გაიხსენეთ (ვიდეო)

https://www.youtube.com/watch?v=aU6Fy8udf-w

“ქართული ოცნების” წევრმა ნუკრი ქანთარიამ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს, რომან გოცირიძეს წარსული გაუხსენა. ქანთარია ამბობს, რომ  გოცირიძეს მმართველი გუნდის კრიტიკა როდესაც მოუნდება, ის გაუფასურებული ვალუტა გაიხსენოს, რაც მისი შემოქმედების მწვერვალი იყო, ამიტომ თავმდაბალი უნდა იყოს მათი შეფასებების დროს.  ქანთარიამ პარლამენტის დარბაზში ძველი ქართული ვალუტის, კუპონის დემონსტრირება მოახდინა.

“კიტრად არავის მოაქვს თავი, როგორც ეს თქვენ დროს იყო. განსაკუთრებით ბატონი რომანის თავდაჯერებამ გამაოცა. მის კომპეტენციაში ეჭვი არ შემაქვს, მისი დიდი წარმატება ვიცით, მისი შემოქმედების მწვერვალი. ამას წინათ გამახსენდა ეს და წამოვუღე, გაგახსენებთ იმ დროს, მთელი საქართველოს მოქალაქეები მილიონერები რომ გახდნენ უცბად ერთ დღეს და ბატონო რომან, არ ხართ ახლა აქ, მაგრამ გაიგებთ და გესმით, ამაზე დიდს თქვენ ვერასდროს ვერაფერს გააკეთებთ. ამიტომ მე წამოგიღეთ ის, რაც მაშინ საქართველოს მიეცით. მინდა დაგიბრუნოთ, ეს არის მილიონები, თქვენი მილიონები. როდესაც კიდევ რაღაც ფინანსური კრიტიკული გამოძახილი მოგინდებათ აქეთ მხარეს,ეს გაიხსენეთ და უფრო თავმდაბალი იყავით,”-განაცხადა ქანთარიამ.

იტვირთბა....