ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“რუსთავი 2″-ს და ირაკლი ფირცხალავას ვუჩივლებ”: “ოქროს მოწმე” დაბრუნდა

ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმე, ირაკლი მამალაძე, რომელმაც ქვეყანა რამდენიმე დღის წინ დატოვა, საქართველოში დაბრუნდა. როგორც მამალაძემ “მეტრონომს” განუცხადა, ის ტელეკომპანია “რუსთავი 2- ის” წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს:

“დიახ, წასული ვიყავი და ჩემმა წასვლამ ათასი ინსინუაცია გამოიწვია- თითქოს გავიქეცი, გავიპარე ან გამაპარეს; ამიტომ განვმარტე ჩემი წასვლის მიზეზი რა იყო: განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელიც მოდიოდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მხრიდან. 24 ივნისს გასული რეპორტაჟის შემდეგ შეუძლებელი იყო აქ ყოფნა და ზარებზე პასუხი. ეს იყო მიზანმიმართული კამპანია, მოწმეზე ზეწოლა-ზემოქმედებისთვის. ამის შემდეგ მივმართე პროკურატურას და მათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს, რომ გამოვლინდეს, ვინ დგას ამ დაკვეთების უკან და ვის ინტერებში შედის ჩემი დისკრედიტაცია და ასეთი მაკომპრომიტირებელი მასალების გამოქვეყნება, რომელიც რეალობასთან ახლოსაც არ არის.

დავბრუნდი იმიტომ, რომ სამართლებრივად მოვაგვარო საკითხები. არსად წასვლას არ ვაპირებ, ბოლომდე ვითანამშრომლებ გამოძიებასთან. პარალელურად, ვუჩივლებ “რუსთავი 2″-ს და იმ პოლიციელს, ირაკლი ფირცხალავს, ღირსებისა და პატივის შელახვისთვის.”-განუცხადა მამალაძემ “მეტრონომს”.
შეგახსენებთ, რომ რამენიმე დღის წინ “რუსთავი 2”-მა სიუჟეტი მოამზადა, სადაც კორტების საქმეზე დაკავებული პოლიციელი, ირაკლი ფირცხალავა ციხიდან გამოგზავნილი წერილში ირაკლი მამალაძეს სუს-ის აგენტს უწოდებს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის დროს მამალაძე სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა; ასევე, ლგბტ პირებზე კომპრომატების მოგროვებით იყო დაკავებული.

იტვირთბა....