თბილისი-ბათუმის მატარებლით მგზავრობა ძვირდება. პირველი ივლისიდან შვეიცარული კომპანია „შტადლერის“ ორსართულიანი ელექტრო მატარებლის პირველი კლასის ბილეთი, 35 ლარის ნაცვლად 60, ხოლო მეორე კლასის ბილეთი 18-ის ნაცვლად 25 ლარი გახდება.
ასევე, იზრდება ფასები ბათუმის მიმართულებით მოძრავ ღამის მატარებელზეც. პირველი კლასის ბილეთი 25 ლარის ნაცვლად, 40 ლარი იქნება. ხოლო მეორე კლასის ბილეთი კი – 18 ლარის ნაცვლად, 24 ლარი გახდება. ინფორმაციას ადასტურებენ საქართველოს რკინიგზაში.